ეროვნული ბანკის ლარიზაციის პოლიტიკის ფარგლებში 1 ივლისიდან მორიგი რეგულაცია შევიდა ძალაში. მათთვის, ვისაც ლარში აქვს შემოსავალი, უცხოურ ვალუტაში მილიონ ლარამდე მოცულობის სესხის აღება შეიზღუდა. სავალუტო დაკრედიტების ზღვარი საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ეტაპობრივად იზრდებოდა და თუკი მაგალითად, 2024 წელს ეს ზღვარი 200 ათასი ლარი იყო, უკვე დღეს ის მილიონ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის საბანკო სესხებში დოლარიზაციის წილი დაახლოებით 42%-ის ფარგლებშია. პარალელურად ამისა, ბოლო თვეების განმავლობაში საბანკო სექტორში დაკრედიტების ზრდის ტემპი 13-14%-ის ფარგლებში ნარჩუნდება. რა შედეგებს ელის ეროვნული ბანკი ლარიზაციის პოლიტიკის ფარგლებში მორიგ ჯერზე სავალუტო დაკრედიტების ზღვრის აწევით და როგორია მოლოდინები საკრედიტო აქტივობასთან დაკავშირებით?
სტუმარი: დავით უტიაშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი


































