მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სავიზო შეზღუდვაზე[ინფორმაცია] არ მომსვლია, თუმცა ვიზა მაქვს“ - ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-სგან სავიზო შეზღუდვაზე ინფორმაცია არ მისვლია, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ვიზა აქვს. ასე უპასუხა ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც სანქციების გავლენას შეეხებოდა.

მინისტრი სანქციების გავლენაზე ვერ საუბრობს და ამბობს, რომ გაცხადების მიუხედავად, მას ჯერ კონკრეტული სანქციების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.

„როდესაც სანქციებზე და მის გავლენაზე ვსაუბრობთ, უნდა ვნახოთ სანქციები რას ეხება, მერე შევაფასოთ ამ სანქციების ეფექტი და რა გავლენა ექნება. ახლა ყველაფერზე სავარაუდოდ ვსაუბრობთ. უნდა ვნახოთ რა იქნება და რა მასშტაბით იქნება.

დღეის მდგომარეობით ასეთი ტიპის შეზღუდვა, ჩემთვის ცნობილი არ არის. გაცხადებული არის, მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ რაიმე ტიპის ანალიზი გაკეთდეს.

სავიზო შეზღუდვაზე არ მომსვლია, თუმცა ვიზა მაქვს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები