მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში შესული თანხა 20.4%-ით შემცირდა

5edd2a7583e46
შოთა ტყეშელაშვილი
07.06.20 21:48
1105
2020 წლის ბიუჯეტის შესრულების 4 თვის ანგარიშის მიხედვით, მთავრობის შემოსავალი აქციზის გადასახადიდან შემცირებულია. სულ იანვარ-აპრილის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრომ აქციზის გადასახადიდან 328 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წელთან შედარებით 11.6%-ით ნაკლებია. კლება შეიმჩნევა როგორც თამბაქოს, ასევე ნავთობპროდუქტების სააქციზო შემოსავალში.

ნავთობპროდუქტებიდან მიღებული აქციზის შემცირების მთავარი მიზეზი COVID-19-ის პანდემიასთან ერთად, გლობალურად ნავთობზე ფასების ვარდნაა. შედეგად, იანვარ-აპრილის პერიოდში ქვეყანაში ნავთობპროდუქტების ჯამური იმპორტი (აშშ დოლარში) 19%-ით შემცირდა და მან $171.2 მილიონი ლარი შეადგინა. 

შესაბამისად შემცირდა ნავთობპროდუქტების აქციზიდან მიღებული შემოსავალიც. კონკრეტულად კი ბენზინის აქციზიდან შემოსავალი 20%-ით, 72.4 მილიონ ლარამდე შემცირდა, დიზელის აქციზიდან მიღებული შემოსავალი კი 21%-ით, 54.6 მილიონ ლარამდე შემცირდა. ჯამურად ბენზინისა და დიზელის სააქციზო შემოსავალი 127 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან მიმართებით 20.4%-ით ნაკლებია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები