მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის იმპორტი მცირედით გაიზარდა, თუმცა, მოხმარება შემცირებულია

5ee3386c0cf33
BM.GE
12.06.20 12:11
1008
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში საწვავის იმპორტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ფაქტიურად არ შეცვლილა, რაც განპირობებულია ბოლო თვეებში ნავთობპროდუქტებზე Platts -ის მიხედვით საერთაშორისო ფასის მნიშვნელოვანი კლებით, თუმცა მისი მოხმარება იგივე პერიოდთან მიმართებაში შემცირებულია, Covid-19-დან გამომდინარე, საშუალოდ 20%-ით.

მათი ცნობით, 2020 წლის მაისის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 86,0 ათასი ტონა, რაც 17,5 ათასი ტონით ანუ 25,5%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (68,5 ათასი ტონა) შედარებით და 0,8 ათასი ტონით ანუ 0,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (85,2 ათასი ტონა) შედარებით.

2020 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 398,9 ათასი ტონა, რაც 5,3 ათასი ტონით ანუ 1,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (404,2 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მიმდინარე წლის მაისის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 41,1 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1,4 ათასი ტონით ანუ 3,5%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 44,8 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0,7 ათასი ტონით ანუ 1,5%-ით).

ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 136,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 34,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 73,4 ათასი ტონა (18,4%), აზერბაიჯანი - 65,3 ათასი ტონა (16,4%), თურქმენეთი - 46,7 ათასი ტონა (11,7%),ბულგარეთი - 31,6 ათასი ტონა (7,9%); საბერძნეთი -17,3 ათასი ტონა (4,3%), ყაზახეთი - 17,1 ათასი ტონა (4,3%), თურქეთი - 9,1 ათასი ტონა (2,3%) და სხვა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები