მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

6152e31b710bf
ინგა მურუსიძე
28.09.21 13:37
328
28 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

როგორც bm.ge-ს სებ-დან აცნობეს, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 109 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.200%-ით, მაქსიმალური 9.250%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.246%-ით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები