მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

61efc4667d806
BM.GE
25.01.22 13:33
840
2022 წლის 25 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 143 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.790 პროცენტით, მაქსიმალური 9.820 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.795 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 9.750 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები