საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა.
"მოთხოვნამ შეადგინა 123 200 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.120 პროცენტით, მაქსიმალური 10.950 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.638 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მთავრობა სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით, ადგილობრივი საფინანსო ბაზრიდან შიდა ვალს იღებს. 2020 წლის ბიუჯეტით, საშინაო ვალდებულებების 1.2 მილიარდი ლარით ზრდა არის დაგეგმილი.