მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ობლიგაციების განაკვეთი მცირდება

64b4e9be349c9
შოთა ტყეშელაშვილი
17.07.23 11:19
487
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 11 ივლისს 10- წლიანი 25 მლნ ლარის (9.7 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 2.4-ჯერ მაღალი იყო, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.206პპ-ით შემცირდა და 7.983% შეადგინა. პროცენტის კლება ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთის შემცირებით არის განპირობებული.

ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 11 ივლისს 1-წლიანი 20 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 1.8-ჯერ მაღალი იყო, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.206პპ-ით შემცირდა და 9.449% შეადგინა.

შემდგომი აუქციონი დაგეგმილია 2023 წლის 18 ივლისს, სადაც 10-წლიანი 60 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები