მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო, ამ ეტაპზე, ტურიზმში მარკეტინგის მხრივ ვერაფერს გააკეთებს - შალვა ალავერდაშვილი

5ea3ebcfc5027
ვიქტორია მღებრიშვილი
25.04.20 13:55
1612
სახელმწიფო ამ ეტაპზე ტურიზმში მარკეტინგის მხრივ ვერაფერს გააკეთებს, - ასე აფასებს სახელმწიფოს შესაძლებლობას ამ ეტაპისთვის მარკეტინგული კამპანიის განხორციელების მიმართულებით ჰოტელიერი შალვა ალავერდაშვილი.

BM.GE-სთან საუბრისას ის ამბობს, რომ კერძო სექტორმა არ უნდა შეწყვიტოს ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან, სახელმწიფო კი მარკეტინგული კამპანიის განხორციელებისთვის გვირაბის ბოლოს სინათლის გამოჩენას უნდა დაელოდოს.

"ჩვენ არ გავჩერებულვართ, მუდმივ კონტაქტზე ვართ ჩვენს პარტნიორებთან ისრაელში, ტაილანდსა და კორეაში. მათაც აქვთ ამის მოლოდინი, რომ თანდათან ყველაფერი გადაივლის. ამასთან ევროპაში მოგზაურობისგან ისინი წელს თავს შეიკავებენ და ჩვენ ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ, რომ რამენაირად დავტვირთოთ ჩვენი სასტუმროები. კერძო სექტორი ამ მიმართულებით კარგად მუშაობს.

რაც შეეხება სახელმწიფოს, ამ ეტაპზე ის ვერაფერს გააკეთებს მარკეტინგის მხრივ, სულ რომ ოპოზიციური პარტია ვიყო, მაინც ვერაფერს ვიტყოდი სახელმწიფოზე, იმიტომ რომ ისევ სამუცნობწევრიანი განტოლება გვაქვს, სიტყვა - როდის რომ გამოვიცნოთ. სანამ ცოტა სინათლე არ გამოჩნდება გვირაბის ბოლოს, არანაირი მიმართულებით რაიმეს გაკეთებას აზრი არ აქვს", - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ფედერაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გახსნის პერიოდისთვის უფრო ადვილად რესტორნები ამოქმედდებიან.

"პირველ რიგში უნდა გაიხსნას რესტორნები, ისინი უფრო ადვილად დაიწყებენ მუშაობას, თუმცა არა ისეთი მასშტაბებით, როგორითაც მუშაობდნენ. ამის შემდგომი ნაბიჯი იქნება რეგიონალური სასტუმროები, როგორც ზღვაზე, ასევე მთაში და შემდეგ უკვე თანდათან თბილისიც ჩაერთვება. ჩემი აზრით, აგვისტოდან თანდათან ამუშავდება და სექტემბერში უფრო წინ წავალთ", - ამბობს სასტუმროების მმართველი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები