მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ასახული ტექნიკური შენიშვნები უკვე გათვალისწინებულია - თურნავა

61c049bbf3a4c
ინგა მურუსიძე
20.12.21 13:16
479
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ირწმუნება, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ასახული ტექნიკური შენიშვნები უკვე გათვალისწინებულია. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის შესაბამის კითხვას.

„აუდიტის სამსახურის დასკვნები და მიგნებები ყოველთვის მნიშვნელოვანია და მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მათ; რამდენადაც ვიცი, დასკვნაში საუბარი არის პანდემიის პერიოდში სხვადასხვა სამეურნეო საკითხთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორიც არის ინვენტარიზაცია, ანგარიშგება და ა.შ.

იქ რაიმე ისეთი განსაკუთრებით კრიტიკული, რაც განსაკუთებულ რეაგირებას საჭიროებს, არ იკითხება, თუმცა რა ტექნიკური შენიშვნებიც არის, გაცნობილებიც ვართ და არსებითად გათვალისწინებულიც არის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის ანგარიში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები