საზღვარგარეთ მოგზაურობის მსურველებს ევროპის მიერ აღიარებული ვაქცინებით დამატებით აცრიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, მსურველმა ვაქცინაციის ცენტრს უნდა წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დაადასტურებს თუ სად მოგზაურობს და რა მიზნით.
„ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროს მომართა არაერთმა მოქალაქემ, რომელსაც უწევს მოგზაურობა საზღვარგარეთ სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე და ისინი ითხოვდნენ ვაქცინაციას იმ ვაქცინით, რომელიც აღიარებულია ევროპასა და აშშ-ში. ამდენად, მათთვის მნიშვნელოვანი იყო განმეორებითი ვაქცინაცია ამ ვაქცინებით.
განსახვავებული ვაქცინით ვაქცინაცია დასაშვებია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ. შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს წესი და დავუშვათ ვაქცინაცია მათ მიერ აღიარებული ვაქცინით იმ ადამიანებისთვის, მათ მიერ მოთხოვნილი ვაქცინით, რაც მომდინარეობს მოგზაურობის ან ბიზნეს მიზნებისთვის. მათ უნდა მიმართონ ვაქცინაციის დაწესებულებას და თან უნდა იქონიონ მიზნობრივი დოკუმენტი, თუ რატომ ითხოვენ აცრას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.