აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურებიან. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი "ამერიკის ხმასთან" აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მოვლენებს ახლოს აკვირდება.
„ჩვენ გვაქვს მისი დაკავების ცნობები და მოვლენების განვითარებას ახლოს ვაკვირდებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილი ისარგებლებს თანასწორობის პრინციპით, საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს მიერ აღებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად", - განუცხადა დეპარტამენტმა "ამერიკის ხმას."
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.