მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო დღემდე არ აღიარებს, ვინ არის პასუხისმგებელი ინფლაციაზე - რევაზ ვაშაკიძე

615c40eabb350
ვიქტორია მღებრიშვილი
05.10.21 17:25
938
საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში, წლიურად ფასები 12.3%-ით გაიზარდა, მათ შორის სურსათის ჯგუფში ხორცისა და ხორცპროდუქტების ფასების ცვლილებამ 10.4% შეადგინა. ეროვნული ბანკი ქვეყანაში ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს საერთაშორისო ბაზრებზე ინფლაციის ზრდის ტენდენციით ხსნიან და მომავალი წლის მეორე კვარტლიდან ინფლაციის მნიშვნელოვან კლებას პროგნოზირებენ, თუმცა კერძო სექტორის ნაწილი სებ-ს არ ეთანხმება, უფრო მეტიც, ინფლაციურ პროცესებში მარეგულირებელს ადანაშაულებენ.

კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ სახელმწიფო ამ პროცესში სებ-ის როლს არ აღიარებს, რამაც შეიძლება, პროდუქტების კიდევ უფრო გაძვირება გამოიწვიოს.

„პროდუქტის გაძვირების მიზეზი ინფლაციაა; როდესაც ეროვნული ბანკი ბევრ ფულს ბეჭდავს, ის შემოდის ბაზარზე, მწარმოებელი ვერ აკმაყოფილებს ამას და იწყება ფასების ზრდა. ეს ინფლაციის ბუნებაა და უხეშად რომ ვთქვათ, ეს დამატებითი გადასახადია ყველა ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციაზე. ფაქტობრივად, ინფლაციის დროს ჩვენი აქტივების ფასის შემცირება შესაბამისი პროცენტით ხდება; მოკლედ, ფასების ზრდა განპირობებულია ჭარბი ფულით. ამით ზარალობს მომხმარებელი და კომპანია, ხოლო იგებს ბიუჯეტი. ეს თანხა მიდის ბიუჯეტში და ბიუჯეტის შემოსავალი იზრდება, რაც ახლა ხდება.

მაგალითისთვის გეტყვით, რომ „ჩირინას“ ძირითადი პროდუქტი ქათმის ხორცია, რომლის გაძვირების პროცესი დაწყებულია. პროდუქტი ბაზარზე არ არის და ჩვენ შესაბამისად, გავზრდით ფასს. ნელ-ნელა ვზრდით და ვუყურებთ ამ პროცესს. ეს ჩვენი სურვილი არ არის, ძირითადად, ფასების ზრდა ინფლაციის გამო ხდება. მაგალითად, სიმინდის და ხორბლის მწარმოებლებმა შეხედეს და მათაც გააძვირეს. ეს სპირალია, რომლის დასასრული შეიძლება ჰიპერინფლაცია იყოს.

სახელმწიფო დღემდე არ აღიარებს, რომ ინფლაციური პროცესები ეროვნულმა ბანკმა გამოიწვია, თუ ასე ჩუმად იქნებიან, ფასები კიდევ უფრო გაიზრდება“, - აცხადებს რევაზ ვაშაკიძემ.

ბიზნესმენი თვლის, რომ ინფლაციური პროცესების შესაჩერებლად სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები