მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო კომპანიების აქციები ბირჟაზე დაილისტება - რა სქემებს განიხილავს მთავრობა?

63b587ae328d5
ნინო ტაბატაძე
04.01.23 21:00
1096
მთავრობა სახელმწიფო კომპანიების აქციების საფონდო ბირჟაზე გატანას გეგმავს, თუმცა შესაძლოა, ინვესტორებისთვის არა ერთი რომელიმე კომპანიის აქციების შეთავაზება მოხდეს, არამედ, ბირჟაზე საინვესტიციო ფონდი დაილისტოს, რომელიც რამდენიმე საწარმოს აქციებს გააერთიანებს.

2023-2028 წლების წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია გაიზარდოს სახელმწიფო საწარმოების ჩართულობა ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე.

გეგმაშია მოხდეს იმ სახელმწიფო საწარმოების იდენტიფიცირება, რომლებიც მზად არიან და სჭირდებათ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების მეშვეობით სახსრების მოზიდვა.

„მას შემდეგ რაც დასრულდება სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციის პროცესი, განხილული იქნება კონკრეტული ფინანსური ინსტრუმენტის შემუშავება, რომელიც ასევე საცალო ინვესტორებისათვის იქნება შეთავაზებული. კერძოდ, საინვესტიციო ფონდის სახით პორტფელის შექმნა, რომელიც რამდენიმე საწარმოს აქციებს მოაქცევს ერთიან პორტფელში და ამგვარად იქნება შეთავაზებული საფონდო ბირჟაზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამჟამად, სახელმწიფო საკუთრებაშია 346 საწარმო, რომლებიდანაც 2020 წელს, 22-ს გააჩნდა 20 მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა. სტრატეგიის ავტორები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო საწარმოების ფასიანი ქაღალდების ემისიების გზით კაპიტალის ბაზარზე ჩართულობის აშკარა პოტენციალი არსებობს, რომლის რეალიზება არ ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები