მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო კომპანიებს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ - Galt & Taggart

63bc2b7dc1065
მარიამ ვარადაშვილი
09.01.23 20:02
575
Galt & Taggart-ის მმართველი დირექტორი ოთარ შარიქაძე აცხადებს, რომ ზოგიერთ სახელმწიფო კომპანიას კაპიტალის ბაზრის განვითარებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.

მისი თქმით, საქართველოს კაპიტალის ბაზარს მსხვილი ემისიები, მათ შორის ისეთი სახელმწიფო კომპანიების მხრიდან სჭირდება, როგორებიც საქართველოს რკინიგზა და სახელმწიფო ელექტროსისტემაა.

“რამდენიმე დიდი სახელმწიფოს მართვის ქვეშ მყოფი კომპანიაა, რომელთაც ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვთ. მათ შეუძლიათ სხვადასხვა ტიპის ჩართულობით ბაზარზე გამოვიდნენ, იქნება ეს ობლიგაციების ემისია თუ სააქციო ფასიანი ქაღალდები.

რაც კაპიტალის ბაზრის რეფორმა დაიწყო რაოდენობრივად და მოცულობის კუთხით ბაზარი მზარდია. გასული წელი რეკორდული იყო, რადგან ბაზარზე 600 მლნ ლარზე მეტი ემისია მოხდა, თუმცა ეს განთავსება მაინც მცირე მოცულობისაა. დიდი ინვესტორების შემოსაყვანად ლიკვიდობა გვჭირდება, ანუ აუცილებელია დიდი ემისიები იყოს, სადაც ეს დიდი კომპანიები მსხვილ შესყიდვებს განახორციელებენ.

როცა ვსაუბრობთ დიდ კომპანიებზე, როგორიც არის მაგალითად, საქართველოს რკინიგზა ან სახელმწიფო ელექტროსისტემა შესაძლოა მათ უფრო დიდ განთავსებაზე ჰქონდეთ აქცენტი. საქართველოში კომერციული ბანკები კაპიტალის ბაზრის განვითარებაში საკმაოდ დიდ როლს ასრულებენ. მიმაჩნია, რომ, როცა ბაზარზე ბევრი ინვესტორი იქნება ბანკებს საბაზრო კონკურენტი გაუჩნდებათ. ეს ყველაფერი ჯანსაღ კონკურენციაში გადავა, რაც პირველ რიგში კარგი იქნება, როგორც ბანკებისთვის, ისევე კორპორატიული კლიენტებისთვის",- აცხადებს შარიქაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები