მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ქართული წარმოების პირბადეებს დაასუბსიდირებს - რა ფასად გაიყიდება აფთიაქებში პირბადეები?

5e8da22e1f3e3
ინგა მურუსიძე
08.04.20 13:59
2080
ქართული წარმოების 400 000 პირბადე აფთიაქებში მაქსიმუმ ორ დღეში გაიყიდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრმა სააფთიაქო ქსელებს მადლობა გადაუხადა, რადგან მისი თქმით, აფთიაქები ქართულ პირბადეებს ფასს არ მოუმატებენ.

„დღეიდან ქართული წარმოების პირბადეები გავუშვით აფთიაქებში. საწყის ეტაპზე 400 ათასი პირბადე გაიყიდება. დაახლოებით ორი დღე იქნება საჭირო იმისთვის, რომ პირბადეები აფთიაქებში გადანაწილდეს. საუბარია „ავერსის“, „ფარმადეპოს“, PSP-ს და „ჯიპისის“ აფთიაქებზე. ყველაზე გვიან, შაბათ დღეს, აღნიშნული აფთიაქების ქსელებში იქნება შესაძლებელი ქართული პირბადეების შეძენა. რაც შეეხება ფასებს. ნედლეულის ღირებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ერთი პირბადის შეძენა უჯდება 1 ლარზე მეტი, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება თითო ადამიანზე პირბადე გაიყიდოს 50 თეთრად. ეს არის სუბსიდირებული ფასი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, აღნიშნული პირბადეები მრავალჯერადია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები