სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ელექტრონულ აუქციონზე თბილისში რუსთაველის გამზირისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის კვეთაში არსებული სხვენი გააქვს.
გასაყიდი უძრავი ქონების ფასი 1 119 000 ლარია. მისი ფართობი კი 1152.88 კვ.მ.
ცნობისთვის, პროგრამის "100 საინვესტიცო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, საინვესტიციოდ მიმზიდველი ათობით უძრავი ქონება იყიდება. საპრივატიზებო ობიექტები განთავსებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათი ნაწილი უკვე გაიყიდა.
როგორც ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, გამარტივებული საპრივატიზებო პროცედურების საშუალებით, ყველა დაინტერესებულ მხარეს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში.




























