მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულთა ხელფასები 900 მილიონ ლარს აღემატება

63988a02c2430
BM.GE
13.12.22 18:00
695
ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო საწარმოების სახელფასო პოლიტიკის შესახებ მოამზადა შეფასება - სამინისტრო აღნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციებში ჭარბი დასაქმების პრობლემაა.

ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში მოქმედ სახელმწიფო კომპანიებში 59 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს, მათმა ხელფასებმა კი 2021 წელს 907 მილიონ ლარს გადააჭარბა. შედარებისთვის, 2020 წელს ანალოგიური სახელფასო ფონდი 800 მილიონს შეადგენდა.

“სახელმწიფო საწარმოებში ჭარბი დასაქმება რჩება ისტორიულ არაეფექტიანობად, აღნიშნული მეტად გამოკვეთილია ისეთ ქვეყნებში, სადაც არ განხორციელებულია სახელმწიფო საწარმოთა კორპორატიზაცია, კორპორატიზაციის შემთხვევაშიც კი კერძო სექტორი ინარჩუნებს უფრო მეტ ეფექტიანობას. ამასთან, ჭარბი დასაქმება ყველა შემთხვევაში არ გულისხმობს ასეთივე პროპორციით ჭარბ სახელფასო ხარჯებს.

სახელმწიფო საწარმოთა სექტორში 2020 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით, დასაქმებული იყო 57 460-მდე ადამიანი, ხოლო 2021 წლის ბოლოსთვის - 59300-მდე;

სექტორში 2020 წლის დარიცხულმა წლიურმა ხელფასმა შეადგინა 800 მლნ ლარი, ხოლო 2021 წლის ამავე მაჩვენებელმა - 907 მლნ ლარი,”- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში.

ყველაზე მეტი - 12 ათასი ადამიანი საქართველოს რკინიგზაშია, მეორე ადგილს 6.5 ათასი დასაქმებულით თბილისის სატრანსპორტო კომპანია, მესამეს კი 5 ათასი თანამშრომლით თბილსერვის ჯგუფი იკავებს.

მთლიანობაში 10 მსხვილი სახელმწიფო კომპანია 35 ათასზე მეტ პირს ასაქმებს, რაც სახელმწიფო კომპანიების სექტორის 61%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები