მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსეთის გადაწყვეტილებები სავაჭრო ურთიერთობებზე არსებით ზეგავლენას არ მოახდენს“ - ფინანსთა მინისტრი

645c94cd3c2ce
ვიქტორია მღებრიშვილი
11.05.23 11:37
618
საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე გავლენას არ იქონიებს. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა სსფ-ის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რუსეთთან მიმოსვლის გამარტივების გამო სავაჭრო თვალსაზრისით ქართული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებას გაზრდის თუ არა.

„აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება სავაჭრო პოლიტიკას. სავაჭრო პოლიტიკა იმ ჩარჩოს ფარგლებში ხორციელდება, რაც არის საერთაშორისო დღის წესრიგით განსაზღვრული და ვერ დავაკავშირებ ამ გადაწყვეტილებას ვაჭრობასთან. ჩემი შეფასებით, მათი მხრიდან ვიზების გაუქმება და ფრენების აღდგენა სავაჭრო ურთიერთობებზე არსებით ზეგავლენას არ მოახდენს“, - განაცხადა მინისტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები