მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სახელმწიფომ კურორტის ინფრასტრუქტურა უნდა მოაწესრიგოს და ისე შესთავაზოს ინვესტორს” - ალავერდაშვილი

64245847e817a
ანუკა ჯოხაძე
30.03.23 11:30
718
დაახლოებით 1 წლის წინ დაარსებულმა კურორტების განვითარების სააგენტომ ბიზნესს თავისი ხედვა ორშაბათს გააცნო. მათ შორის შეხვედრაზე საუბარი იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან დაანონსებულ პროექტზე, რომლის მიხედვითაც მთავრობა 2023 წელს 10 კურორტის რეაბილიტაციის დაწყებას აპირებს.

როგორც სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, სახელმწიფო მივიწყებული კურორტების განვითარებას გეგმავს, მაშინ როცა მოქმედ კურორტებზე პრობლემებია. მისი თქმით, ამ პრობლემებს ბიზნესი მარტო ვერ უმკლავდება.

“პრეზენტაციაში იყო მოყვანილი განსავითარებელი კურორტების ჩამონათვალი, რომელიც აქამდე მივიწყებული იყო და ახლიდან უნდა განვითარდეს. ძირითადად ეს არის კურორტები, რომელიც გაუქმებულია, მათ აღდგენაზეა საუბარი. თუმცა ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჯერ იმ კურორტებს მივაქციოთ ყურადღება, რომლებიც დღეს ითვლება საქართველოს ძირითად მიმართულებად ბალნეოლოგიაში.

მაგალითად მოვიყვან ნუნისს, პირადად მე 2010 წლიდან თითქმის ყველა იმ შეხვედრაზე ვარ, სადაც ნუნისი თავის გასაჭირზე საუბრობს. 2010 წლიდან დღემდე უბრალოდ გზა ვერ გაკეთდა.”-აცხადებს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ ის გზა, რასაც ამ კუთხით სახელმწიფო ინვესტორების დასაინტერესებლად ირჩევს, საკმარისი არ არის. მისი განმარტებით, ინვესტორებს სჭირდებათ ხელშეწყობა როგორც საგადასახადო კუთხით, ისე საჯარო ინფრასტრუქტურის მოწყობის თვალსაზრისითაც.

“წარმოიდგინეთ, თქვენ უნდა ჩადოთ ინვესტიცია ისეთ რეგიონში, სადაც ადამიანის მოსვლა დაკავშირებულია სირთულეებთან. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს სინთეზში. სახელმწიფომ უნდა თქვას, რომ აქ საინვესტიციო პაკეტი არის გამოტანილი, სადაც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას რომ მიიყვანს გზას, გაზს, გააკეთებს წყალს და კანალიზაციას.

ამის შემდეგ კი ბატონო მობრძანდით, გააკეთეთ ინვესტიცია. ეს უფრო სწორი მიმართულება იქნება, ვიდრე ისე როგორც ხდება - ეს არის საინვესტიციო პაკეტი და მოდით. ასე ინვესტორები არ ინტერესდებიან", - ამბობს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები