მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის განხეთქილებას ვერაფერი გააჩენს – პრეზიდენტის მიმართვა

5e99e3725add0
თამთა ჯიჯავაძე
17.04.20 21:10
965
მე როგორც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული კონკორდატის გარანტს, კარგად მესმის რომ ეკლესიამ თავისი ღვთისმსახურება უნდა შეასრულოს, თუნდაც ზოგ შემთხვევაში შეცვლილი ფორმით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ხდებოდა, ეკლესიის ლოცვა ერის გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის. და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის.

„დამერწმუნეთ რაც არ უნდა სურვილი და იმედი ჰქონდეს ზოგიერთს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის განხეთქილებას ვერაფერი გააჩენს.

შინ დარჩენილებიც საერთო ლოცვას შინიდან შევუერთდებით, ამით გავაძლიერებთ ჩვენს ერთიანობას და სოლიდარობას, და უნდა ვიცოდეთ რომ ერთიანობა და სოლიდარობა ჩვენი გადარჩენის იარაღი იქნება. არამხოლოდ დღეს დავადებასთან ბრძოლაში, არამედ ხვალაც როცა დადგება ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დროს. დარწმუნებული ვარ ჩვენი ერთიანი ძალისხმევით კანონი იკანონებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, შიდა გავრცელების კრიტიკული ფაზა იწყება და პიკი გარდაუვალია.

„ვიცით რომ გველის 2–3 თუ არა მეტი უმძიმესი კვირა, როცა სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი იქნება თქვენი სახლში დარჩენა, დარჩით სახლში“, – დასძინა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები