საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოს რეზიდენტმა ვიზიტორებმა საზღვარგარეთ 2.4 მილიარდი ლარი დახარჯეს, ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა და 1068.6 ლარი შეადგინა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების მიერ საზღვარგარეთ 2.9 მილიონი გასვლა დაფიქსირდა, რაც წლიურად 3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აქედან ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2.2 მილიონი იყო, რაც წლიურ ჭრილში თითქმის უცვლელად დარჩა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ ქართველი ვიზიტორები საზღვარგარეთ ძირითადად ნათესავები/მეგობრების მოსანახულებლად ან თურქეთში საყიდლებზე დადიან. ხარჯების მიხედვით, ყველაზე დიდი დანახარჯები საყიდლების და საკვების კატეგორიაშია.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 836 და 367 ათასი ვიზიტი.



























