მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ჯანდაცვით მოსარგებლე შშმ პაციენტების რაოდენობა გაიზარდა - როგორია პროგრამის მაჩვენებლები?

ჯანდაცვა

საქსტატმა 2024 წლის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომელიც აჩვენებს, რომ გასულ წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე შშმ პაციენტების რაოდენობა გაიზარდა.

კერძოდ, პროგრამით მოსარგებლე შშმ პაციენტების რიცხოვნობა 2023 წელს არსებული 32 062-დან 34 364-მდე გაიზარდა.

ასევე გაზრდილია დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობაც - თუ 2023 წელს 81 326 შემთხვევა იყო, 2024 წელს უკვე 90 379-მდე მოიმატა.

ოფიციალური სტატისტიკით, გაზრდილია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებული ონკოლოგიური პრეპარატებით მოსარგებლე შშმ პირთა რაოდენობაც. 2024 წელს 3 992 პაციენტი დაფინანსდა, ხოლო 2023 წელს 3 718.

2024 წლის მონაცემებით გეგმური ამბულატორიული მომსახურებით მოსარგებლე შშმ პირთა რიცხოვნობა 107 205 იყო, რაც მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე, რომელმაც 105 785 შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები