მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზამთროს და ნესვის ბაღების შემთხვევაში, ზარალი დაითვლება - ახმეტის მერი სტიქიის შედეგებზე

საზამთროს ბაღი

კახეთში, ძლიერი სეტყვისა და უხვი ნალექის შედეგად დაზიანებულ მუნიციპალიტეტებში ზარალს ითვლიან. როგორც Bm.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა განუცხადა, ზარალის დასათვლელად შექმნილია კომისია. მისივე თქმით, სტიქიამ ყველაზე მეტად ორი სოფელი - მაღრაანი და არგოხი დააზარალა. კერძოდ, დაზიანებულია ვენახები, საზამთროს და ნესვის ბაღები. წაქცეულია ელექტროსადენები, სახლებს სახურავები აქვს ახდილი.

ამჟამად სტიქიის ზონაში ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა მიმდინარეობს. რაც შეეხება დასეტყვილ მოსავალს, ახმეტის მერის თქმით, დაზიანებული ყურძნის მოკრეფა ხვალ დაიწყება.

„ხვალიდან დაიწყებენ დარჩენილი ყურძნის დაკრეფას, რომ არ დალპეს, მათ ჩაბარებაზე ფერმერებს პრობლემა არ შეექმნებათ. დანარჩენ შემთხვევაში, ჯერ ზუსტად ფართობიც არ ვიცით, რაც დაზარალებულია. საზამთროს და ნესვის ბაღების შემთხვევაში, რამდენია დაზარალებული, დაითვლება და აღვწერთ“, - განაცხადა ალექსი ფიცხელაურმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო სეტყვით დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად ჩაიბარებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები