მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზამთროს იმპორტი მცირედით გაიზარდა და მთავარი ბაზარი ირანი გახდა

საზამთრო

საზამთროს იმპორტი მცირედით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში 2 899 700 აშშ დოლარის ღირებულების 9 567 ტონა საზამთრო შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 2 890 300 აშშ დოლარი და 9560 ტონა იყო.

წელსაც მთავარი საიმპორტო ქვეყანა ირანი გახდა. მას თურქეთი და უზბეკეთი მოჰყვება.

  • ირანი - 1,4 მლნ აშშ დოლარი, 4823 ტონა
  • თურქეთი - 1,3 მლნ აშშ დოლარი, 4335 ტონა
  • უზბეკეთი - 68 400 აშშ დოლარი, 228 ტონა
  • აზერბაიჯანი - 53 100 აშშ დოლარი, 166 ტონა
  • ნიდერლანდები - 21 300 აშშ დოლარი, 14 ტონა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, თურქეთი იყო საზამთროს მთავარი საიმპორტო ქვეყანა საქართველოსთვის.

რაც შეეხება ექსპორტს, ქვეყნიდან მცირე რაოდენობით საზამთრო გადის, ეს რიცხვები წელს კიდევ უფრო შემცირდა. კერძოდ, იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყნიდან მხოლოდ 33 600 აშშ დოლარის 67 ტონა საზამთროს ექსპორტი ფიქსირდება, გასულ წელს კი 275 700 აშშ დოლარი და 728 ტონა იყო.

საექსპორტო ქვეყნები სომხეთი, რუსეთი და უკრაინაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები