მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Sazerac-მა Jack Daniel's-ის მწარმოებლის შესაძენად $15-მილიარდიანი წინადადება წარადგინა

jack

ამერიკული ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა ჯგუფმა, Sazerac-მა კომპანია Brown-Forman-ის შესაძენად $15 მილიარდი გამოყო. Reuters-ის ინფორმაციით, კერძო მფლობელობაში არსებულმა კომპანიამ Jack Daniel's-ის მწარმოებელს თითო აქციაში $32 დოლარი შესთავაზა.

აღნიშნული ნაბიჯით Sazerac-ი ფრანგულ გიგანტ Pernod Ricard-ს უპირისპირდება, რომელიც Brown-Forman-თან შერწყმის თაობაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, Sazerac-ის მთავარი უპირატესობა Brown-Forman-თან ათწლეულების განმავლობაში არსებული მჭიდრო კავშირებია, რაც ლუისვილის ბურბონის ინდუსტრიისთვის დამახასიათებელ სპეციფიკას ეფუძნება.

Sazerac-ი ბოლო წლების განმავლობაში პორტფელის გაფართოების აგრესიულ პოლიტიკას ატარებს. კომპანიამ ჯერ კიდევ ათი წლის წინ შეიძინა Brown-Forman-ისგან ისეთი ბრენდები, როგორიცაა Southern Comfort-ი და Tuaca, ხოლო მოგვიანებით Diageo-ს 19-მდე სხვადასხვა დასახელების სასმელიც გადაიფორმა.

2024 წელს Sazerac-მა საკუთარ მფლობელობაში მოაქცია Svedka-ს არაყიც. ამჟამინდელი შეთავაზების ფონზე, Brown-Forman-ის აქციების ფასი 1%-ით გაიზარდა და $29.57 დოლარი შეადგინა, რაც ჯერჯერობით ჩამორჩება Sazerac-ის მიერ შეთავაზებულ ნიშნულს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები