მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზღვრიდან 800 კილომეტრში უკრაინამ რუსეთის ორ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას დაარტყა

რუსული ენერგოობიექტების დაბომბვა

25 ნოემბრის გამთენიისას უკრაინულმა ძალებმა რუსეთში ორ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე მასშტაბური იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ორივე ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. საუბარია რუსეთის სამარის ოლქში მდებარე სიზრანისა და კუიბიშევის ქარხნებზე, რომლებიც ერთმანეთისგან დაახლოებით 100 კილომეტრით, უკრაინა-რუსეთის საზღვრიდან კი 800 კილომეტრით არიან დაშორებულნი.

უკრაინული მონიტორინგის არხის, Exilenova Plus-ის ინფორმაციით, დარტყმა სიზრანის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა, რის შემდეგაც საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გაჩნდა. პარალელურად, იერიშის ქვეშ მოექცა კუიბიშევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანაც, სადაც თვითმხილველებმა საჰაერო განგაშის ფონზე ამოქმედებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები შეამჩნიეს.

ცნობისთვის, მოსკოვის სამხედრო შესაძლებლობების შესასუსტებლად, უკრაინა რუსეთის სიღრმეში არსებულ სამხედრო და სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშებს რეგულარულად ახორციელებს. მათ შორის, მონიტორინგის არხების ინფორმაციით, 20 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა ძალებმა იერიში რუსეთის სმოლენსკის ოლქში მდებარე ქიმიურ ქარხანაზეც მიიტანეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები