მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საზღვაო ნავსადგურები 24/7-ზე მუშაობს" - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

5e8c1b25e419a
ნინი ლონგურაშვილი
07.04.20 10:36
1588
“კორონავირუსის გავრცელებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო ვაჭრობის ხერხემალი სწორედ საზღვაო ტრანსპორტია“, - განაცხადა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში. თამარ იოსელიანის თქმით, ვირუსის პრევენციის მიზნით, სრულად არის დაცული უსაფრთხოება და ტარდება შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები.

„საყოველთა კარანტინის პირობებში, საზღვაო ნავსადგურები რჩება ღია, 24/7-ზე და სრული დატვირთვით მუშაობს; ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას და სატვირთო ოპერაციები ხორციელდება შეუფერხებლად. კორონავირუსის გავრცელებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორიო ვაჭრობის ხერხემალი სწორედ საზღვაო ტრანსპორტია; შესაბამისად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს გემების დროულ გასვლას და შემოსვლას ჩვენს ნავსადგურებში და მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ ასევე, ოპტიმალურ ვადებში ტვირთების დამუშავებას.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პორტების უსაფრთხოება და უშიშროება და შესაბამისად, თებერვლის ბოლოდან უკვე დავიწყეთ შესაბამისი ზომების გატარება, პორტში მოქმედ ყველა ორგანიზაციასთან, ეს იქნება კერძო თუ საჯარო უწყება.

ჩვენი მხრიდან, ვირუსის გავრცელების ბრძოლის თვალსაზრისით, პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციები სრულად არის გათვალისწინებული და ყველა ორგანიზაცია, რომელიც პორტში ოპერირებს, ინფორმირდება დროულად, მოქმედებს შესაბამისი წესების დაცვით, ვატარებთ სადეზინფექციო სამუშაოებს და ყველა ის პირი, ვინც პორტში მუშაობს, აღჭურვილია შესაბამისი ეკიპირებით.

პრევენციის უპირველეს მიზნად დავისახეთ, იდენტიფიცირება მოგვეხდინა იმ გემების, რომლებიც მოდის ჩვენს ნავსადგურში და შესაბამისად, მინიმუმდე დაგვეყვანა ვირუსის შემოტანის რისკი. აქედან გამომდინარე, გემები გადიან შესაბამის სკრინინგს და მინიმუმ 24 საათით ადრე გვიგზავნიან ჯანმრთელობის დეკლარაციას. ჩვენ კი, აღნიშნულ დეკლარაციას ვუგზავნით ყველა შესაბამის ორგანოს და უწყებას. სწორედ ამ გატარებულმა ღონისძიებებმა, ვფიქრობ, გამოიღო შედეგი და ყველა უწყება მომზადებული ვხვდებით თითოეულ გემს, რომელიც საქართველოს ნავსადგურებში შემოდის. ამასთან, თუ საჭიროებას წარმოადგენს, რომ ტვირთი დადეზინფექცირდეს, ამასაც ვაკეთებთ საბაჟო დეპარტამენტთან ერთად”, - აცხადებს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები