მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სოჭთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას უარყოფენ

63d02876409df
ვიქტორია მღებრიშვილი
24.01.23 23:00
607
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტოში სოჭის პორტთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის დაწყებისა და რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ. ამ საკითხზე უწყებამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც რუსულმა მედიასაშუალება TASS-მა სოჭის პორტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის გეგმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით მიმოსვლის დაწყება 2023 წლის ზაფხულიდან იგეგმებოდა და საქართველოში დანიშნულების ადგილად ბათუმი სახელდებოდა.

„მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას, ვაცხადებთ, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლა არ აქვს.

ამასთან, რუსულ მხარეს არ მოუმართავს ქართული მხარისათვის და შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია“, - ნათქვამია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები