მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზმაუ ახალი შენობის რემონტისთვის ₾28-მილიონიან ტენდერს აცხადებს

6231c7d1ebcf3
შოთა ტყეშელაშვილი
16.03.22 15:25
1029
საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც 2022 წელს სახელმწიფოსგან 82.2 მილიონი ლარით ფინანსდება, ახალი შენობის საინჟინრო-სარემონტო სამუშაოებზე 27.8 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი ორგანიზაციამ დღეს გამოაცხადა. მასში კომპანიებისგან წინადადებათა მიღება 22 აპრილს იწყება და 27 აპრილს დასრულდება.

“თბილისში ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N31-ში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი შენობის ელექტრო-მექანიკური სისტემების საინჟინრო სამუშაოების (II ეტაპი - გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალმომარაგება-კანალიზაციის, წყალარინებისა და ელექტრომომარაგება-სუსტი დენების სიტემები, ლიფტების მიწოდება-მონტაჟი) სახელმწიფო შესყიდვა,”- ნათქვამია სატენდერო პირობებში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განაცხადის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვეში უნდა დასრულდეს.

განაცხადის მიხედვით, პრეტედენტს უნდა გააჩნდეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჯამურად მინიმუმ 20 ლარის შესრულებული სამუშაოების დადასტურების ცნობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები