საზოგადოება და ბანკები ეკონომიკური მედია სკოლის საიუბილეო, მეოცე ნაკადის მიღებას იწყებს. ტრენინგებს ეკონომისტი გიორგი ბაქრაძე ჩაატარებს.
ეკონომიკურ მედია სკოლას მიწვეული სტუმრებიც ეყოლება. სასწავლო კურსი, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
"დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე - info@sab.ge, 2024 წლის 14 აპრილის ჩათვლით. ეკონომიკური მედია სკოლის მხარდამჭერია ლიბერთი ბანკი", - აცხადებენ ორგანიზაციაში.