მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს რა არის ომის ფასი - პრემიერი "ოცნების" საარჩევნო ბანერებზე

კობახიძე

საზოგადოებას უნდა შევახსენოთ რა არის ომის შედეგები და რა არის ომის ფასი, - ასე განმარტავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნების“ მიერ გამოკრულ საარჩევნო ბანერებს.

საქმე ის არის, რომ ბანერებზე გამოსახულია უკრაინაში ომის შედეგები და პარალელურად საქართველო, სადაც მშვიდობაა.

„საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს რა არის ომის ფასი. რა ავიცილეთ თავიდან 2022 წელს და რა უნდა ავიცილოთ თავიდან ამ საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე და არჩევნების შემდეგ“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ მიუღებელია, დაბომბილი უკრაინის ფოტოების გამოყენება, კობახიძე პასუხობს, რომ „მიუღებელია ის, რაც ხდება უკრაინაში. ამ განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება ომის და მშვიდობის შედარებას, ეს არის პრინციპული იმისათვის, რომ საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი, რადგან რაც არის გამოსახული ამ სურათებზე არის ის, რაც თავიდან ავირიდეთ ძალიან დიდი ბრძოლის ფასად. 2022-2023 წლებში ჩვენს ქვეყანას ელოდებოდა ეს, იგივე ნაბიჯი რომ არ გადაედგა. იგივეს აპირებენ ვიღაც-ვიღაცეები, ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუ ღმერთმა არ ქნას და საზოგადოებამ არასწორი არჩევანი გააკეთა.

საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს რა არის ომის ფასი. თქვენი ტელევიზიები, პარტიები, იმას რაც ხდება უკრაინაში წარმოაჩენენ რომანტიულად. ეს არის მიუღებელი. ამას აკეთებთ იმისათვის, რომ ქართველი ხალხი შეაგუოთ ომის იდეას, მაგრამ საქართველოში ომს და უკრაინული სცენარის განხორციელებას ვერ ეღირსებით“.

პრემიერი ამბობს, რომ მას ახსოვს, როგორ აქტიურად იყენებდნენ უკრაინელები აგვისტოს ომის კადრებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის იუმორისტულად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები