მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საზოგადოების უდიდესი ნაწილი ცვლილებებს მოითხოვს და ეს ცვლილებები უნდა იყოს სიღრმისეული" - ვიქტორ ყიფიანი

ვიქტორ ყიფიანი

მრჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების ეს ნაწილი რომელიც აქ დგას მას უფრო მეტად აქვს გაცნობიერებული ქვეყანაზე პასუხისმგებლობა , ვიდრე მათ ვისაც დღეს ქვეყნის მესაჭეობა ხელს უპყრიათ, - ამის შესახებ განცხადება GEOCASE-ის დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ყოფნისას გააკეთა.

მისი მოსაზრებით, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ცვლილებებს მოითხოვს და ეს ცვლილებები უნდა იყოს სიღრმისეული.

"ერთია რას ამბობს "ქართული ოცნება", მაგრამ მნიშვნელოვანია ჩვენ რას ვეუბნებით ხელისუფლებას. ამ ქვეყანაში ცხოვრების ძველებურად გაგრძელება შეუძლებელია. საზოგადოების უდიდესი ნაწილი ცვლილებებს მოითხოვს. ეს ცვლილებები ვერ იქნება კოსმეტიკური, ზედაპირული - ეს ცვლილებები უნდა იყოს სიღრმისეული რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. ეს ცვლილებები უნდა მოიაზრებდეს ქვეყნის აბსოლუტურად ახალ სტანდარტებზე გადასვლას.

მინდა დავიტოვო იმედი რომ ჯერ კიდევ საღი აზრი, საღი გონი შერჩათ, რომ ქვეყანა არ გადავიდეს უმართავი პროცესების კალაპოტში. ჩვენი აქ დგომა ალბათ კიდევ ერთი შეხსენებაა. ეს არის გარკვეულწილად სამოქალაქო პასუხისმგებლობის, სამოქალაქო შეგნების გამოვლინება.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების ეს ნაწილი რომელიც აქ დგას მას უფრო მეტად აქვს გაცნობიერებული ქვეყანაზე პასუხისმგებლობა , ვიდრე მათ ვისაც დღეს ქვეყნის მესაჭეობა ხელს უპყრიათ", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები