როცა „დინამო არენის“ ადმინისტრაციას სარეაბილიტაციო პროექტი ექნება, ხელს შევუწყობთ... ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სტადიონი გამართულად ფუნქციონირებდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გუშინ, 10 სექტემბერს განაცხადა.
bm.ge დაინტერესდა, რა სახის რეაბილიტაცია სჭირდება არენას და საჭიროების შემთხვევაში განახორციელებს თუ ვერა საკუთარი რესურსით.
"დინამოში" აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ ექსპერტიზის პასუხის მოლოდინში არიან, რეალურად რამდენად სჭირდება სტადიონის პირველ იარუსს შეკეთება, ან რა სახის სამუშაოებია განსახორციელებელი.
"დინამო არენა ამ ეტაპზე ელოდება ექსპერტის დასკვნას პირველი იარუსის მდგომარეობის შესახებ.
სწორედ მისი დასკვნის შემდეგ გადაწყდება, სჭირდება თუ არა პირველი იარუსის რაიმე ნაწილს რეაბილიტაცია. თუკი ასეთი სამუშაოები საჭირო გახდა - ლოკალური რეაბილიტაციის შემთხვევაში დინამო თბილისი ამას თავად განახორციელებს, ხოლო უფრო მასშტაბური რეაბილიტაციის შემთხვევაში კლუბი თბილისის მერიას მიმართავს", - წერია კლუბის პასუხში.
"ამორტიზებული, მდგრადობის შესაძლო პრობლემით" - რა დაემართა "დინამო არენას" 4 თვეში?