მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი 2023 წელს მთავრობაზე დაბალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

639c7a59c43e9
შოთა ტყეშელაშვილი
16.12.22 18:03
875
ეროვნულმა ბანკმა განახლებული მაკროეკონომიკური სცენარები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წელს ეროვნული ბანკი მომდევნო წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-იან ზრდას პროგნოზირებს. ეს უფრო ნაკლებია, ვიდრე მთავრობის მიერ განსაზღვრული 5%-იანი ზრდა.

რაც შეეხება სხვა მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, ეროვნული ბანკი მოელის, რომ მომდევნო წელს რეფინანსირების განაკვეთი, რაც ამჟამად 11%-ზეა 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდება, ხოლო ინფლაცია საშუალოდ 5.3% იქნება. 

"დოკუმენტში ასახულ სცენარებში, ცვლადების დინამიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორები რუსეთ-უკრაინის ომის ხანგრძლივობასა და მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების შესაძლო ქმედებებთან დაკავშირებული დაშვებებია. საბაზო სცენარი ეკონომიკის გაჯანსაღების წამყვან ფაქტორად დაკრედიტებისა და მიგრაციული ნაკადების ზრდის ფონზე, მთლიანი მოხმარების ზრდას განიხილავს. ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ეკონომიკის გაჯანსაღება, საბაზო სცენართან შედარებით, უფრო მდგრადი ხასიათისაა, რაც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაფართოებითა და მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების მიერ ენერგოდამოუკიდებლობის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირდება. პესიმისტური სცენარი განვითარებულ ქვეყნებში ფინანსური პირობების გამკაცრებიდან წამოსულ წნეხს ითვალისწინებს, რაც გლობალურად გაზრდილი ინფლაციური მოლოდინებითა და რუსეთ-უკრაინის ომის გაჭიანურებასთან დაკავშირებული გაურკვევლობით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ საპროგნოზო პერიოდის განმავლობაში ჩვეულზე მაღალი გაურკვევლობა და გაზრდილი რისკები კვლავ ნარჩუნდება,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები