საქართველოს პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე, საორგანიზაციო საკითხები განიხილა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის წლიური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც განსახილველად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცა.
საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიური ანგარიში მომზადებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად და მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვასა და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა წარმოადგინა, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ შემუშავებული განრიგის თანახმად, პარლამენტის კომიტეტებში, 5-18 მაისს განიხილავენ.




























