მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-ის და გომელაურის მიერ სანქცირებულების დაცვა, ცხადყოფდა დამატებითი სანქციების შესახებ რეჟიმის მოლოდინს - გულედანი

მარინა გულედანი

კაპიტალის ბაზრის ექსპერტ მარინა გულედანის შეფასებით, „ქართული ოცნების“ რეჟიმს დამატებითი სანქციების მოლოდინი ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა, როდესაც ფინანსური სისტემისა და კომერციული ბანკების მდგრადობის ხარჯზე სებ-მა და ვახტანგ გომელაურმა სანქცირებული პირების დაცვა დაიწყეს.

მარინა გულედანი მაგნიტსკის სანქციებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტში, ამ პროცესების შედეგზე საუბრობს და აცხადებს, რომ დაღმავალი სპირალის ძირში ეკონომიკის ჩამოშლაა, „ოცნება“ კი უკან არაფერზე დაიხევს.

„საქართველოს ეროვნული ბანკი, ასევე უშუალოდ ვახტანგ გომელაური, თავად იცავდნენ სანქცირებულ პირებს ჩვენი ფინანსური სისტემის და კომერციული ბანკების რეპუტაციის და მდგრადობის ხარჯზე. ასეთი დამოკიდებულება იმთავითვე ცხადყოფდა რეჟიმის მოლოდინს დამატებითი სანქციების შესახებ. ანუ “ქართული ოცნებისთვის” საკუთარი ქმედებით გამოწვეული ყველა შესაძლო უარყოფითი შედეგი წინასწარ იყო და არის ცნობილი და გათვლილი. სწორედ ამიტომ არის ამ რეჟიმის დანაშაული უაღრესად მძიმე. სწორედ ამიტომ არის დაღმავალი სპირალის ძირში ჩვენი ქვეყნის და მისი ეკონომიკის ჩამოშლა. ეს სპირალი თავისით არსად არ შეჩერდება ან გაწყდება, ვინაიდან ქართული ოცნება უკან არაფერზე დაიხევს.

ამიტომ, პროტესტის ყოველი დღე არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია სპირალს ძირამდე არ ჩავყვეთ და წნეხი ქართულ ოცნებაზე გაუსაძლისად გაიზარდოს“, - წერს გიორგი გულედანი.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ფინანსური სანქციები დაუწესა - შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის ხაზინის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. გომელაური სანქციების სიაში გლობალური მაგნიტსკის აქტის ფარგლებში შეიყვანეს, რაც შსს-ს მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის უკანონო გამოყენებას უკავშირდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები