მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ ქვეყანაში გაურკვევლობა გაზრდილია - "საზოგადოება და ბანკები"

საზოგადოება და ბანკები

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ გაურკვევლობა გაზრდილია ქვეყანაში. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

"საზოგადოება და ბანკები" აცხადებს, რომ ერთი მხრივ, ინფლაცია მცირდება, მაგრამ რეფინანსირების განაკვეთი არ იცვლება, რაც შეიძლება განპირობებული იყოს მოსალოდნელი არასტაბილურობით და მაღალი ინფლაციური რისკებით.

"ეროვნული ბანკის მკვეთრი ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე ლარის გაუფასურების თავიდან ასაცილებლად მუდმივად ვერ გაგრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ არსებული ვითარება შენარჩუნდა, მოსალოდნელია ლარის მკვეთრი გაუფასურება და ინფლაციური რისკების ზრდა", - წერს ორგანიზაცია.

ცნობისთვის, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8.00%-ზე უცვლელი დატოვა. შესაბამისად, 177,169 მსესხებელს არ შეეცვალა სესხზე ყოველთვიური შენატანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები