საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ვაკანტურ პოსტზე ორი კანდიდატურა წარადგინა. პრეზიდენტმა ამ პოსტზე პარლამენტში ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები გააგზავნა. როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ BMG-ის განუცხადა, აღნიშნული კანდიდატურები პარლამენტთან შეთანხმებული არ ყოფილა.
ნანა ყეინიშვილი:
შპს „სადმელი ჰესი“ - დამფუძნებელი, დირექტორი
შპს „დანიელი 2022“- დამფუძნებელი, დირექტორი
შპს „ვიპ ფეი“ - დამფუძნებელი, დირექტორი
შპს „იუნაითიდ ფაუერ ენერჯი“ - დამფუძნებელი, დირექტორი
შპს „მწვანე ენერგიის ჯგუფი“- დამფუძნებელი, დირექტორი
2012-2016 - საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილე
2001-2012 - საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი;
2008-2012 - სს “ავიტან-კორ”, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე;
1993-2001 - შ.პ.ს. “მურომეცი”, დირექტორი;
1987-1993 - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, სამეცნიერო კათედრის სპეციალისტი;
განათლება:
ხილ-ბოსტნეულის შენახვისა და პირველადი გადამუშავების ტექნოლოგი, საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი (სსსი) (წითელი დიპლომი); 1981-1986 წწ თბილისი, საქართველო;
საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტურა, 2004-2005 წწ
თბილისი, საქართველო;
ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, 2005 წელი
თბილისი, საქართველო
ფაზისის საერო-სამეცნიერო საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი (საქართველო კოლხეთი - ოქროს დიპლომი) 2022 წელი საქართველო.
თეიმურაზ ხომერიკი:
სამუშაო გამოცდილება:
2012 - დღემდე - შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში, ეროვნული პროგრამების კოორდინატორი;
2011-2012 - ღირებულებათა ინსტიტუტი, დირექტორი, აფილირებული ექსპერტი;
2010 - შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში, მოკლევადიანი საკონსულტაციო კონტრაქტი;
2009-2010 - რეგიონული განათლების პროფესიული ქსელი საქართველოში, კოორდინატორი და ტრენერი;
2006-2008 - UNDP დეცენტრალიზაციის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში, ექსპერტი ფინანსების და ეკონომიკის საკითხებში;
2008-2015 - საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საჯარო ადმინისტრაციის სკოლა - მოწვეული ლექტორი ეკონომიკა/საჯარო ფინანსები/ადგილობრივი მმართველობა/რეგიონული განათლება.
2004 - საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი, ადგილობრივი ფინანსების განყოფილება, განყოფილების უფროსი.
1999-2003 - საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი, ხარჯების განყოფილება, საჯარო ფინანსების სპეციალისტი.
განათლება:
1991-1994 - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - იურისპრუდენცია;
1990-1995 - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკონომიკა და ფინანსები;
2004-2005 - პოლიტიკურ სწავლებათა უმაღლესი ინსტიტუტი (GRIPS) ტოკიო, მაგისტრის ხარისხი, საჯარო ფინანსები;
2015-2016 - საერთაშორისო განვითარების სწავლებათა უმაღლესი ინსტიტუტი, ჟენევა - სამაგისტრო პროგრამა აღმასრულებელთათვის, დიპლომი განვითარების პოლიტიკასა და პრაქტიკის საკითხებში.
კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭო 9 წევრისგან შედგება, ამჟამად მასში შვიდი წევრია, მათგან ორს - არჩილ მესტვირიშვილს და რობერტ სინგლეტერს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის დეკემბერში გასდით.