საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის აგვისტოში Bmatch-ით $199.6 მლნ შეისყიდა. სებ-ის ინფორმაციით, ჯამში, იანვარ-აგვისტოში შესყიდვამ $1,496 მლრდ შეადგინა.
შედეგად, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ აგვისტოს მდგომარეობით 5.2 მლრდ დოლარს შეადგინა.
"საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს სებ-ის გაცხადებული პოლიტიკა - ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის მაშინ, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა", - წერია სებ-ის რელიზში.
2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
იანვარ-თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა
მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი
აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი
მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი
ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი
ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 416.9 მილიონი აშშ დოლარი
აგვისტო - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 199.6 მილიონი აშშ დოლარი
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 27 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.




























