მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-მა კომერციული ბანკების სამეთვალყურეო საბჭოებში გენდერული ბალანსის მოთხოვნა 60/40%-მდე გაზარდა

ნათია თურნავა ეკატერინე მიქაბაძე ეკატერინე გალდავა ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ბრძანების შესაბამისად, ცვლილება შევიდა კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში, რომლითაც ბანკებში სამეთვალყურეო საბჭოებში გენდერული ბალანსი მინიმუმ 60/40%-ზე უნდა იყოს.

წინა ბრძანებით, რომელიც 2022 წლიდან მოქმედებდა ბანკების სამეთვალყურეო საბჭოებში 1/3 განსხვავებული სქესის უნდა ყოფილიყო.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების სამეთვალყურეო საბჭოებში 20%-ის გენდერული კვოტა პირველად 2018 წელს განსაზღვრა. აღნიშნულ დროს ბანკების საბჭოების შემადგენლობის მხოლოდ 9% იყო ქალი, 2018-2022 წლებში ეს მაჩვენებელი 30%-მდე გაიზარდა. 2022 წლის 24 აგვისტოს კი განისაზღვრა, რომ ბანკების სამეთვალყურეო საბჭოებში არანაკლებ 1/3 განსხვავებული სქესის უნდა ყოფილიყო. აღნიშნული ზღვარი 2025 წლის 1 ივნისიდან დამატებით გაიზარდა 40%-მდე.

ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის თანახმად, 2024 წლის ბოლოსთვის ბანკების სამეთვალყურეო საბჭოებში ქალი წევრების წილი უკვე 37%-ს შეადგენდა. შესაბამისად, ბანკები 40%-იანი ზღვრის დაკმაყოფილებასთან უკვე ახლოს იმყოფებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები