საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გუშინ გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტზე შენარჩუნდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ამჟამად ინფლაცია სებ-ის სამიზნე 3%-ზე დაბლა ნარჩუნდება, თუმცა გეოპოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე მაღალია გლობალური გაურკვევლობა.
"იმ შემთხვევაში, თუკი ინფლაციური რისკები არ რეალიზდება და ინფლაციური რისკების სიმწვავე შემსუბუქდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას განაგრძობს,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 23 ოქტომბერს ჩატარდება.
სტუმარი: რომან გოცირიძე - ოპოზიციონერი დეპუტატი;