მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-მა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაყიდა

5f18324e1e266
შოთა ტყეშელაშვილი
22.07.20 16:34
1361
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა, რომელზეც $40 მილიონი  გაყიდა. სებ-ის ინფორმაციით, ეს ტრანზაქცია დოლარის 3.0585 ლარის კურსში შედგა. 

"2020 წლის 22 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0585 შეადგინა", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

ლარის გაცვლით კურსზე ამ ტრანზაქციის ეფექტის შესახებ 17:00-ზე გაირკვევა, როდესაც ეროვნული ბანკი ახალ გაცვლით კურსს გამოაქვეყნებს.

ეს 2020 წლის განმავლობაში რიგით მეცხრე სავალუტო ინტერვენცია იყო. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა COVID-19-ისა და ნავთობის ფასების ვარდნისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკის საპასუხოდ პირველი სავალუტო ინტერვენცია 13 მარტს განახორციელა. მაშინ გაყიდული თანხის მოცულობამ $20 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად, კრიზისის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა $269.65 მილიონი დოლარი გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები