მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-ში დავების განხილვის ლიმიტი 100,000 ლარამდე გაიზარდა

სებ

ეროვნული ბანკის დავების განმხილველ კომისიაში განსახილველ საქმეებზე ლიმიტი 100,000 ლარამდე გაიზარდა - ამას ითვალისწინებს სების შესახებ კანონში შესული ცვლილებები. აქამდე ეს ზღვარი 50,000 ლარს შეადგენდა.

სების დავების განმხილველი კომისია განიხილავს ისეთ საქმეებს, რომლებიც უკავშირდება საგადახდო ბარათით ოპერაციებს, ინტერნეტბანკინგს, არაავტორიზებულ ოპერაციებსა და სხვა მსგავს დავებს. თუმცა, კომისია, რომელიც 2023 წლიდან მოქმედებს აქამდე უფლებამოსილი იყო მხოლოდ 50,000 ლარამდე მოცულობის დავები განეხილა, ახლა კი ზღვარი 100,000 ლარამდე გაიზარდა.

რა საკითხებს განიხილავს კომისია:

მომხმარებელი უფლებამოსილია საჩივრით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტბანკიდან, მობაილ ბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) ოპერაციებს, გადახდის ოპერაციის შესრულების ვადის დარღვევას, არასწორად შესრულებულ ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას.

საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია 2023 წლიდან მოქმედებს. კომისია დამოუკიდებელი ორგანოა და უზრუნველყოფს დავის განხილვის ალტერნატიულ მექანიზმებს. მომხმარებელი უფლებამოსილია საჩივრით მიმართოს კომისიას თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტბანკიდან, მობაილ ბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) ოპერაციებს, არასწორად შესრულებულ გადახდის ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები