5G ქსელის დასანერგად აუქციონები დაიწყო. პირველ აუქციონზე 4 კომბინირებული ლოტი გამოვიდა. მეორე პაკეტი "სელფი მობაილმა" იყიდა. ლიცენზიის საწყისი ფასი 2 530 900 ლარი იყო, რომელიც 1 “ბიჯით” გაიყიდა, შესაბამისად, კომპანია ლიცენზიაში 2.6 მლნ ლარს გადაიხდის.
მე-5 თაობის ინტერნეტის დასანერგად აუქციონები ჯამში 24 ლოტზე გამოცხადდა.
უკვე ცნობილია, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის აუქციონებში მონაწილეობას არ იღებენ „მაგთიკომი “ და „სილქნეტი", რომლებიც დღეს ბაზრის 70% ფლობენ, მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა ქსელზე ვირტუალური ოპერატორების დაშვების ვალდებულება, ამიტომ არცერთი მათგანი აუქციონებში არ მონაწილეობს.