მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სელფი მობაილს" ახალი დირექტორი ჰყავს

სელფი
სტატიაში საუბარია:

"სელფი მობაილს" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს - ეს პოსტი როსტომ ტალახაძემ დაიკავა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ვასილ ბერიშვილი შეცვალა. თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ტალახაძემ Linkdein-ის გვერდზე გამოაქვეყნა. როსტომ ტალახაძე 2023 წლის მარტიდან 2025 მარტამდე წლებში "თიბისის" ციფრული ბანკინგის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

"მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ Cellfie Mobile-ს აღმასრულებელი დირექტორის რანგში შევუერთდი!

საქართველოს TBC-ში ციფრული ბიზნესის განვითარების საოცარი გამოცდილებისა და უზბეკეთში TBC UZ-ის დაარსებასა და გაფართოებაში მონაწილეობის შემდეგ, ახლა ტელეკომუნიკაციის სფეროში გადავდივარ — სექტორში, რომელიც, ციფრული საბანკო მომსახურების მსგავსად, ეფუძნება ტექნოლოგიას, მომხმარებელზე ორიენტირებულობასა და ინოვაციას

განსაკუთრებული სიამაყით ვუერთდები გუნდს, რომელიც ამ საქმეს უდიდესი ენთუზიაზმით ემსახურება და აგრძელებს მტკიცე ფუნდამენტზე შენებას!

ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო იმ გუნდის ნაწილი, რომელიც ამ კომპანიას მომავლისკენ წაიყვანს", - წერს ტალახაძე.

არსებული მდგომარეობით, "სელფი მობაილს" სულ 1,313,258 აბონენტი ჰყავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები