მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ხელოვნური ინტელექტის, ChatGPT-ის შემოქმედი კომპანიის, OpenAI-ს დამფუძნებელი, სემ ოლტმენი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას უბრუნდება.
მისი განცხადებით, Microsoft-სა და OpenAI-ს შორის შეთანხმება მიღწეულია, რომლის ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტის შემოქმედ კომპანიას ახალი დირექტორთა საბჭო ეყოლება და ის გუნდი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ოლტმენი გაათავისუფლა, OpenAI-ს მართვას ჩამოშორდება. ზემოხსენებული ცვლილება იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ოლტმენის გაშვებას ინვესტორების მხრიდან უკმაყოფილება და თანამშრომლების აჯანყება მოჰყვა.
ოლტმენის გარდა, საკუთარ თანამდებობას უბრუნდება გრეგ ბორკმანიც, რომელმაც სოლიდარობის ნიშნად პრეზიდენტობიდან გადადგომა გადაწყვიტა.
უნდა აღინიშნოს, რომ CEO-ს პოსტზე დაბრუნების მიუხედავად, ოლტმანი მაინც ინარჩუნებს Microsoft-ში დაკავებულ ახალ პოზიციას, რაც AI დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მოიცავს.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომხდარი ამბებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოლტმენი დაწინაურდა, OpenAI-ს ძველი დირექტორთა საბჭო დაიშალა და კომპანია Microsoft-ი გამარჯვებული გამოვიდა, რომელმაც OpenAI-ზე კონტროლი გაზარდა და მის გუნდში სემ ოლტმენი შეიერთა.
OpenAI-ს საბჭოსა და ოლტმენის დაპირისპირების მიზეზებზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.