მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სემეკი დაინტერესებულ პირებს საირიგაციო წყლის მიწოდების წესების შესახებ მოსაზრებების წარსადგენად იწვევს

64c23d8e389ed
BM.GE
27.07.23 14:10
333
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საირიგაციო წყლის მიწოდების წესებზე. წესებით დარეგულირდება მიმწოდებლის მიერ საირიგაციო სისტემიდან გარანტირებული და საპროგნოზო წყლის მიწოდების, მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების პირობები და პროცედურები.

სემეკი იწვევს დაინტერესებულ პირებს წესებთან დაკავშირებით კომისიაში წარადგინონ მოსაზრებები.
მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 17 აგვისტო. მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელია სემეკში - ა. მიცკევიჩის N19 ან შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected].

საირიგაციო წყლის მიწოდების წესების პროექტი გამოქვეყნებულია სემეკის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები