მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სემეკი დღეს წყალმომარაგების კომპანიების საინვესტიციო გეგმებს განიხილავს

5fd86634d7866
შოთა ტყეშელაშვილი
15.12.20 11:39
754
სემეკი დღეს წყალმომარაგების კომპანიებისთვის დასადგენი ახალი ტარიფის განხილვის ფარგლებში კომპანიების გრძელვადიან საინვესტიციო გეგმებს განიხილავს. კომისიის სხდომის დღის წესრიგის თანახმად, საუბარი იქნება როგორც სისტემაში არსებული დანაკარგების მოცულობის შესახებ, ასევე, კომპანიების გრძელვადიანი ინვესტიციების შესახებ, რომლებიც მათ კომისიას უნდა შეუთანხმონ.

"ზეპირი მოსმენა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გრძელვადიანი და მოკლევადიანი საინვესტიციო გეგმების შეთანხმების თაობაზე;

ზეპირი მოსმენა შპს „რუსთავის წყალის“ გრძელვადიანი და მოკლევადიანი საინვესტიციო გეგმების შეთანხმების თაობაზე;

ზეპირი მოსმენა შპს „მცხეთის წყალის“ გრძელვადიანი და მოკლევადიანი საინვესტიციო გეგმების შეთანხმების თაობაზე;

სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემებში ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 27 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე," - ნათქვამია კომისიის დღის წესრიგში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები