მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სემეკმა GWP-სთვის ელექტროენერგიის წარმოების გაზრდილი ტარიფი დაამტკიცა

5feac62f5992b
ელენე გოგბერაშვილი
29.12.20 09:42
1670
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ GWP-ის, კერძოდ კი ჟინვალჰესის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის 0,544 თეთრით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული სხვაობა იყო წარმოდგენილი თავად GWP-ის ელექტროენერგიის წარმოების გაანგარიშების პროექტშიც.

აქამდე მოქმედი ტარიფი შეადგენდა 2,177 თეთრს კილოვატსაათზე, მომავალი 3 წლის განმავლობაში კი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2.721 თეთრით განისაზღვრა.

სემეკის მიერ გამოცემული დადგენილება ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევა და მისი მოქმედების ვადა 2024 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრა.

სემეკი საჯარო სხდომაზე კომპანიების - სს „თელასის“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავის წყალის“ მომართვებს სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით სწორედ ამ წუთებში განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები